დროა

ელენე ხოშტარია პროკურორების პერსონალურ სანქცირებას ითხოვს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

დროას თავჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე პროკურორების პერსონალურ სანქცირებაზე ისაუბრა. 

"დღეს ჩვენი ვალია, არ დაზარალდეს ქვეყანა და მივაწოდოთ ჩვენ პარტნიორებს ინფორმაცია,
თუ რაზე დგას ოლიგარქიული მმართველობა. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია
პატარა ოლიგარქების და მოსამართლეების შესახებ, დღეს კი კიდევ ერთი საყრდენის,
პროკურატურის შესახებ ვისაუბრებ". – თქვა ხოშტარიამ. 

ხოშტარიას თქმით, მართლმსაჯულებასა და პროკურატურას აკონტროლებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც დღესდღეობით პროკურატურას მოქმედი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მეშვეობით მართავს. 

"ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით, რომელიც
თქვენ გახსოვთ ხორავას საქმეზე, საქმის გამრუდების გამო საგამოძიებო კომისიაში
ტყუილში იყო გამოჭერილი, პირადად მე ვმონაწილეობდი ამ პროცესში. ზეწოლიდან
გამომდინარე მოუწიათ მისი გადაყენება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის ის იმდენად
მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ დააბრუნეს უკან. ორი რამ არის მნიშვნელოვანი, პირველი
- ირაკლი შოთაძე თავად არ უარყოფს, რომ ის ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს
ცენტრში ხაზარაძის და ჯაფარიძის შეხვედრას, პირდაპირ იყო ჩართული გარჩევებში ამ
კონკრეტულ საქმეზე. მეორე - ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს". – ამბობს ხოშტარია.

დროას ლიდერმა ასევე ისაუბრა ჯარჯი წიკლაურზე, რომელიც მართავს გახმაურებულ საქმეებს, როგორიცაა ციანიდის, კარტოგრაფების, კაბელებისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეები. 

"ჯარჯი წიკლაური - გამორჩეული პირი, რომელსაც ჯერ კიდევ წინა
ხელისუფლების დროს ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი.
დანაშაულების მთავარი ღერძი რაც იყო ციხეში, ის უწევდა ამას მონიტორინგს. ეს
ნიშნავს იმას, რომ არათუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, არამედ ის მონაწილე იყო
ამ დანაშაულებრივი პროცესის. თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ პირობებში ხდება
ჯარჯი პოლიტიკურად გადმოიბარეს და მას ჩააბარეს პოლიტიკური, ციანიდის,
კარტოგრაფების, კაბელების, მიხეილ სააკაშვილის საქმეები". – თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ასევე ახსენა გახმაურებული პოლიტიკური საქმეების მონაწილე პროკურორები მიხეილ სადრაძე, ამირან გულუაშვილი და საგამოძიებო ჯგუფის წევრი რევაზ ბაღაშვილი.

"მიხეილ სადრაძე, ის იყო ძალიან აქტიური კარტოგრაფების საქმეში, რუსულ სპეცოპერაციაში. აქტიურად გამოდიოდა პროპაგანდისტულ მედია საშუალებებში. ასევე, მიხეილი იყო პროკურორი ნიკა მელიას საქმეში. ამირან გულუაშვილი - ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს. ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ის მონაწილეობს შემდეგ საქმეებში: რუსთავი 2-ის, ნიკა მელიას, კარტოგრაფების, ნიკა გვარამიას. პროკურატურაში გამოყოფილი არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ კურირებენ და ასრულებენ ბინძურ საქმეებს. ასევე, ჩრდილში მყოფი რევაზ ბაღაშვილი, რომელიც საგამოძიებო ჯგუფის ნაწილია და მის ხელში გადის პოლიტიკური საქმეები". – თქვა ხოშტარიამ.

კომენტარები