არჩევნები თურქეთში

ერდოღანმა თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს დანიშნა

Adem Altan/AFP/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება

Politico წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის, რომელიც დაგეგმილზე ერთი თვით ადრე ჩატარდება.

ამის შესახებ ერდოღანმა გასულ თვეს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე ისაუბრა. თავის მიმართვაში ერდოღანმა თქვა, რომ მას სურდა, 14 მაისი "ხელსაყრელ რბოლად" გადაექცია, რომელიც 6 თებერვლის მიწისძვრების ნგრევის კვალს წაშლიდა. 

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ის იქნება მმართველი პარტიის, სამართლიანობისა და განვითარების და ნაციონალისტური მოძრაობის ალიანსის ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი. 

ამ კვირის დასაწყისში, ექვსი პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ ერდოღანის მთავარი კონკურენტად ქემალ ქილიჩდაროღლუ წარადგინა.

ქილიჩდაროღლუ ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტულ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრია და მას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები