გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იეჰოვას მოწმეების თავშეყრის ადგილას შეიარაღებულ პირი თავს დაესხა მოქალაქეებს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავად თავდამსხმელია.
Bild-ის ცნობით, დაღუპულია 7 და დაშავებულია 8 ადამიანი. პოლიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.
"პოლიციამ წარმატებით დაასრულა შემთხვევის ადგილას მუშაობა. დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება". - ნათქვამია გერმანიის პოლიციის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში.