თავდასხმა გერმანიაში

მიუნხენში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანია დაშავებული

მიუნხენში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ორის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონული ხელისუფლების ცნობით, მომხდარი, სავარაუდოდ, გამიზნული თავდასხმა იყო. ეჭვმიტანილი კი 24 წლის ავღანელი თავშესაფრის მაძიებელია, რომელიც ადგილზევე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სატრანსპორტო პროფკავშირი Verdi-ს მიერ ორგანიზებული დემონსტრაციის დროს მოხდა და ავტომობილი აქციის მონაწილეებს შეეჯახა.

პოლიციის ცნობით, მათ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, იმყოფებოდა თუ არა მანქანაში მეორე ადამიანი.

მათივე თქმით, ეჭვმიტანილი პოლიციისთვის ცნობილი იყო ქურდობისა და ნაროტიკებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.

კომენტარები