რუსული კანონი

მიქანაძე: ვაჩერებთ ყველანაირ განხილვას, სანამ არ მოგვივა ვენეციის კომისიის დასკვნა

რაიმე კონკრეტული არგუმენტი ჩვენ დღემდე ვერ დავინახეთ. როგორ შეუქმნის მედიის, ან სიტყვის გამოხატვის, ან ამ ორგანიზაციების საქმიანობას თავისუფლებას პრობლემას ეს კანონპროექტი როდესაც ოდესღაც კანონად რომ იქცევა, როდესაც მასში არანაირი შემზღუდველი მექანიზმი არ არის ჩადებული, როდესაც წერია მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციამ უნდა გაიაროს რეგისტრაცია რეესტრში და წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. სად არის აქ შეზღუდვა?!

ზუსტად იმისთვის, რომ რაიმე შეცდომა არ იყოს დაშვებული, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე გაცხადდა მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან და დღეს უკვე კანონპროექტი გაგზავნილია პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური წერილით ვენეციის კომისიაში, რადგან ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ ამ მაღალი ავტორიტეტის მქონე ევროსაბჭოს სტრუქტურული ერთეულის მოსაზრებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ამიტომ, ამ მომენტიდან დაწყებული ჩვენ ვაჩერებთ ყველანაირ განხილვას ამ კანონპროექტთან მიმართებით, სანამ არ მოგვივა კონკრეტული, ექსპერტული არგუმენტებით შევსებული დასკვნა მათგან და, რა თქმა უნდა, როცა ეს დასკვნა მოვა ჩვენ დეტალურად გავეცნობით და გავითვალისწინებთ ამას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ამ არგუმენტებზე ორიენტირი.

ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე TV იმედის ეთერში, აგენტების შესახებ რუსულ კანონზე.

ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გაგზავნა. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს სთხოვს სამართლებრივ დასკვნას. მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა როგორც პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი, ისე მეორე კანონპროექტი, რომელიც ჯერჯერობით, მხოლოდ კომიტეტებს აქვთ განხილული.

კომენტარები