რუსული კანონი

"შესანიშნავად გამომდის ამათი თრევა, გამწარება!"– სამხარაძე FACEBOOK-ზე კვლავ იმუქრება

ქართული ოცნება

ქართული ოცნების დეპუტატი, დიტო სამხარაძე FACEBOOK-დან კვლავ იმუქრება. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, "შეურაცხყოფის" შემთხვევაში მიმართონ ქართული ოცნების ოფისს, რადგან "ხარისხიანად" დაუბრუნებენ პასუხს. 

"მეგობრებო, თუ ვინმეს შეურაცხყოფას მოგაყენებენ, თქვენს სახლებზე წარწერებს გააკეთებენ, დაგემუქრებიან თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, შეგაგინებენ ან ღირსების შემლახავ კომენტარებს დაგიწერენ სოცქსელებში, გთხოვთ მოგვმართოთ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისს! გარანტიას გაძლევთ პირადად, ზუსტად იგივე მეთოდით და იგივე ხელწერით ოღონდ უფრო მაშტაბურად და ხარისხიანად დავუბრუნებთ პასუხს! შესანიშნავად გამომდის ამათი თრევა, გამწარება!!! მაგალითად, დიდი სიამოვნებით ველოდები როდის მესტუმრებიან ჩემს სახლში და საფრთხეს შეუქმნიან ჩემს ოჯახის წევრებს, საბაბი რომ მქონდეს და ყველა ჩემს ხელთ არსებული ხელსაწყოთი ან შესაძლებლობებით დავიცვა ჩემი ოჯახი, ამათ დედები მოვუ&₽ნა და საკაცეებით გამოვუშვა ჩემი საცხოვრებელი სახლიდან!!!

მავიწყდებოდა, გუშინ ამ იდიოტებმა, ჩემი სახლის არასწორი მისამართი გამოპარჭყეს, წყნეთის გზატკეცილი # 36ა, აი აქ ვცხოვრობ. მომივარდით".- წერს სამხარაძე. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

 

კომენტარები