რუსული კანონი

მდინარაძე: განვიხილოთ ახლა აგენტებზე კანონი და ხუთშაბათს თავდაცვა, სხვანაირად ვერ ვასწრებთ

ხალხო, როგორ შეგიძლიათ ყველაფრის ასე ბინძურად გამოყენება, ერთხელ ყოფილა თუ ორჯერ ყოფილა, რომ შეგვიცვლია დღის წესრიგი ერთადერთი რაღაცის გამო, ამ შემთხვევაშიც როგორც არის - თავდაცვის კოდექსს ვერ ვასწრებთ, იმიტომ, რომ არ არის წარმოდგენილი ცვლილებები, ყველა ვარიანტში უნდა განვიხილოთ ხუთშაბათს, არ მომხდარა არასდროს? არ მომხდარა? ჯერ არ შეგვიცვლია თქვენი თანხმობით.

და ეხლა, როგორც ის არის სიმართლე, რომ რუსულია კანონი, ამერიკულის თარგმნა ვითომ არ იცოდეთ ან წერა ან კითხვა რა. დაანებეთ ამ სპეკულაციებს, მაიმუნობას და მოწოდებებს თავი, განვიხილოთ ახლა ეს და ხუთშაბათს თავდაცვა, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ ასწრებთ, თავდაცვის კოდექსს ვერ ასწრებთ, რა გჭირთ, არ იცით, რომ ამაშია საქმე? ვერ ვასწრებთ თავდაცვის კოდექსს და რა ვუყოთ?

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ. აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტების განხილვა ხუთშაბათს, 9 მარტს იყო დაგეგმილი. სახალხო დამცველის არჩევის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "რადგან თავდაცვის კოდექსი ვერ მოესწრო, დავიწყოთ განხილვა აგენტების ამერიკული კანონის და გავაგრძელოთ ხუთშაბათს, მოესწროს ელემენტარულად და რაღაცა გადახვეული და რეგლამენტის ცუდად გამოყენებით არ მოხდეს პროცესის ჩაშლა. დავიწყოთ და თუ გადავა ხუთშაბათს, გადავიდეს".

კომენტარები