რუსული კანონი

აშშ: კანონი იქნება უკუსვლა აშშ-ს შესაძლებლობისთვის, განაგრძოს ქართველ ხალხთან პარტნიორობა

ჩვენ უთანხმოებით ღრმად შეშფოთებული ვართ, რა თქმა უნდა, იმიტომ თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ აშშ არის საქართველოს პარტნიორი, გასული ათწლეულების მანძილზე, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აშშ მის გვერდზე იყო და მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ დღეებში ეს მისწრაფებები ზედაპირული იყო, ზოგიერთ შემთხვევაში, არ იყო იდეაზე მეტი. ათწლეულთა შემდეგ ქართველმა ხალხმა ამ მისწრაფებების გასააზრებლად იმუშავა, მათ უზარმაზარ წარმატებას მიაღწიეს დემოკრატიად გადაქცევაში, რაც ადრეული დღეებიდან სურდათ, [წარმატებას მიაღწიეს] საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და უზრუნველყოფაში, რომ საქართველო ამ გზაზე დარჩებოდა.

თუმცა ახლა ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, უკუსვლა ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის, უკუსვლა აშშ-ს შესაძლებლობისთვის, განაგრძოს ქართველი ხალხის პარტნიორობა. 

ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე პასუხისმგებელი. ჩვენ ამის ხილვა არ გვსურს. აშშ-ს გარდა ესაა ევროკავშირი, გაერო, ყველაზე მნიშვნელოვანი - ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოებრივი ჯგუფები - ამ კანონპროექტთან დაკავშრებით ყველამ ღრმა შეშფოთება გამოხატა.

ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი.

კომენტარები