რუსული კანონი

პაპუაშვილი წითლიძეს: რაღაც ბოთლი გაქვთ და არის ეჭვი, რაღაცას აპირებთ, ჩააბარეთ მანდატურს

თქვენ გაქვთ რაღაც ბოთლი და არის ეჭვი, რომ რაღაცას აპირებთ, ეგ ბოთლი ჩააბარეთ მანდატურს,  გასვლისას დაგიბრუნებენ, არ არის პრობლემა... არ არის საჭირო ქალბატონო ანა, სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება ამ დარბაზში... ნდობა იმის, რომ რაიმე ექსტრავაგანტულს არ ჩაიდენთ, არ არის და. გადაჯექით მაშინ იქით ნაპირზე, თუ შეიძლება.

მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ენმ-ის დეპუტატს, ანი წითლიძეს. რამდენიმე წუთით ადრე, წითლიძემ facebook-ზე დაწერა, რომ "ხელში იოგურტი მიჭირავს და მთელი ქართული ოცნება მე მიყურებს. რა ჰგონიათ, რა მაქვს ამ იოგურტის ბოთლში, არ ვიცი".

ქართული ოცნება მოტყუებით, 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს რუსულ კანონს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები