რუსული კანონი

პრემიერი: მომავალი აღარ ეკუთვნის უცხო ქვეყნის აგენტებს, მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს

გასაგებია, რომ შეიძლება ბევრისთვის ეს იყო მიუღებელი საკითხი, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ის გავაკეთოთ. აი, მაგალითად ჩვენ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც მაგალითად, უცხოეთიდან მიღებული დაფინანასებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მათი ეს დაფინანასება არ არის გამჭვირვალე, მეორე მხრივ ისინი მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის, ჩვენ გამჭვირვალობით ვართ მოწინავე პოზიციაზე მთელ მსოფლიოში, თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში, ასე რომ მე ვფიქრობ აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს.

მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ისინი ათეული მილიონობით დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ანგარიშვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რაც სრულად შეესაბამება ევროპის სტანდარტს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მკაფიოდ იქნა განმარტებული ჩვენი კანონმდებლების მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპორექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით, ამის შემდეგ, როგორც განმარტეს ეს კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, ჩვენ დავალოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს  განხილვას ამ საკითხზე. რაც შეეხება ზოგადად, იმ აჟიოტაჟს, რაც არის შექმნილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ სამწუხაროდ დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგავრი სანდოობა არის დაკარგული, ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით მათი პარტიების რეიტინგი შეადგენს, მაგალითად ნაცმოძრაობის რეიტინგი 7-10%, სხვა პარტიების 2%-ს ქვევით, მე მესმის მათი, ჩვენი ქართული ოცნების მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, 50%-ზე და 60%-ზე არის ასული სანდოობა, ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის ენარჩუნება და სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის მოტანა. შემთხვევით არ არის, რომ ბოლო ორი წელი სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვიტანეთ სწრაფი განვიტარება, მეტი პროექტები დავიწყეთ და თითქმის 10 მილიარდით გაიზარდა მთელი ქვეყნის ეკონომიკა, ეს არის მთავარი.

ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობასა და ჭეშმარიტებას, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ამ დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას, სრულ ილუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკში, მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია, ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე, ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის 20%, შემოიყვანეს რუსული ჯარი, ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ამის შემდეგ, გახსოვთ, როგორ სამარცხვინოდ ომის შემდეგ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რაზეც მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ, მათი ეს აჟიოტაჟი არის სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზია პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, მე მოვისმინე, იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომაროებაში არიან. ჩვენ, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლერბას ვუზრუნველყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არც ერთ უკანონო ქმედებას.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსულ კანონზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები