კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

სამადაშვილი პაპუაშვილს: მგონი ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა თავმჯდომარე

მე მიჩნდება შთაბეჭდილება, თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმჯდომარე. იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა. თქვენ რასაც დღეს აკეთებთ არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება. ამირომ გიწევთ აი ამ უსაფრთხოების ზომების გატარება. რაშია იცით საქმე? უმრავლესობასა და უმცირესობაზე რომ საუბრობთ, როდესაც ამ სამარცვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში ამ საზოგადოებაში. უმცირესობაში ხართ და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში. მე თქვენს ადგილზე დავფიქრდებოდი. არ ვიცი, აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, მაგრამ არსებობს ასეთი, აიკიდო ჰქვია და რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენ ახლა ამ მდგომარეობაში ხართ, გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით ძალიან მწარედ მიწაზე. 

მიმართა ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ბოუროს სხდომაზე. 

კომენტარები