კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: "აგენტების" კანონი დაფუძნებულია რუსეთის ინტერესებზე

ცალსახად, ეს კანონი დაფუძნებულია რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ინტერესია, იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ეს კანონი ამას არ ემსახურება, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სწორი არჩევანია საქართველოსთვის და რაც მთავარია, ქართველი ხალხი არ ფიქრობს, რომ ეს სწორია საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლებაში, რათა ვუზრუნველყოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ მათი პრიორიტეტის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. 

ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ტოდ რობინსონი, რომელიც დღეს, 7 მარტს თბილისში ჩამოვიდა. პარალელურად, საქართველოს პარლამენტის ბიურო აგენტების შესახებ კანონს განიხილავს. პარლამენტის გარეთ კი, მოქალაქეები აქციას მართავენ.

კომენტარები