ესტონეთი

კაია კალასი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავს

კაია კალასი
Leon Neal/Getty Images

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალი კოალიციური მთავრობის შექმნას გეგმავს

ესტონეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კალასის რეფორმისტთა პარტიამ პარლამენტში 101 ადგილიდან 37 მოიპოვა, მაშინ, როდესაც წინა არჩევნებში კალასის პარტიამ მხოლოდ 34 მანდატი მიიღო.

"როგორც ჩანს, ამომრჩეველმა თავისი ნება გააჟღერა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგი დავდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს - მადლობას გიხდით ნდობისთვის, ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა თქვენი ხმებისთვის". - თქვა კალასმა შედეგების გამოცხადების შემდეგ. 

კალასი ესტონეთში პრემიერმინისტრად პირველად 2021 წელს აირჩიეს. იგი გამოირჩეოდა პროევროპული კურსითა და უკრაინის მიმართ მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერით.

ამჟამად კალასს არჩეულ პარტიებთან თანამშრომლობა და კოალიციისთვის 51-ადგილიანი უმრავლესობის შექმნა მოუწევს.

მეორე დიდმა პარტიამ, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებმა არჩევნების შედეგად პარლამენტში 17 მანდატი მოიპოვეს. 

ესტონეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებზე 1991 წელს ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მასში მონაწილეობა 615 009-მა მოქალაქემ მიიღო, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 70%-ს შეადგენს.  

კომენტარები