კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ხაბეიშვილი: ხალხმა უნდა იცოდეს, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა

კარგად უნდა იცოდეთ, ჩემო მეგობრებო, რომ ბრძოლის და მოქმედების გარეშე არაფერი გამოვა. ახლა პარტიული დამოკიდებულებები, ეს პარტია, ის პარტია, ეს პოლიტიკოსი მომწონს, ის არ მომწონს, ეს არაფერ შუაში აღარ არის. ყველაზე დიდი პარტია არის ჩვენი საქართველო, ჩვენი შვილების მომავალი და დარწმუნებული ვარ ყველა ამაზე მაღლა დააყენებს საკითხს. ბოიკოტს კი არ ვწყვეტთ, პროტესტის ნიშნად მოვედით, ვართ და ვიქნებით, სანამ ამ რუსული კანონის განხილვა იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ და მოვახდინოთ მათი ლუსტრაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გამარჯვება არის ერთი ხელის გაწვდენაზე და ერთობა არის მნიშვნელოვანი.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონების განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები