კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ყაველაშვილი: ჩემი თვითმიზანი არის ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობა

ჯვარზე მაცვეს, რომ ვთქვი, ევროკავშირი თვითმიზანი არ არის-მეთქი. დიახ, ჩემი თვითმიზანი ქართველი ერის უკვდავება და საქართველოს მარადიულობაა. ევროკავშირი კი ჩემთვის საშუალებაა, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც მჯეროდა, რაც დავინახე, ღირებულებები, ფასეულობები, სადაც ჩვენი იდენტობითა და კულტურით უნდა შევიდეთ. ეს არის ჩემთვის ღირებული. ის კი არა, აქ რომ ზის და მეუბნება, რომ გეტყვიან, ცალი ფეხით უნდა იდგეო და ამით უნდა შეხვიდე ევროკავშირშიო. ეგ განსხვავებაა. თქვენ ქართულს ვერ იტანთ და იმიტომ ეძახით რუსულს, რუსული რა შუაშია. 

პარლამენტში მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა. დღეს, 6 მარტს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" შესახებ კანონების განხილვა მიმდინარეობს.

"ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის". - თქვა 2 მარტს მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები