რუსული კანონი

სუს: ჩვენი თანამშრომლები პარლამენტში არ იმყოფებიან, ნუ ავრცელებთ Fake News-ებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიის და პოლიტიკოსების ნაწილს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. სუს-ის განცხადებით, პარლამენტის შენობაში მათი არცერთი თანამშრომელი არ იმყოფრება.

"საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების პარალელურად, პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი მედიის მხრიდან  ვრცელდება "ფეიკ ნიუსები", თითქოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ზოგიერთი პოლიტიკოსი კი აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას, თითქოს ქართული სპეცსამსახურის მხრიდან პარლამენტში გარკვეული სახის ძალადობას აქვს ადგილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი.

პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას. 

მოვუწოდებთ პარლამენტის ტერიტორიაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან" - აცხადებს სუს-ი.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების მომზადებულ რუსულ კანონპროექტებს "უცხოელი აგენტების" გამოვლენის შესახებ. პარალელურად, პარლამენტის გარეთ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება.

კომენტარები