რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორის მტკიცებით, ოლქის თავზე სამი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მტკიცებით, ქალაქი ნოვი ოსკოლის თავზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ სამი რაკეტა ჩამოაგდო. 

გლადკოვის თქმით, ჯერჯერობით ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ და თავდასხმის შედეგები ზუსტდება. მისივე მტკიცებით, ჩამოგდებული რაკეტის ნამტვრევებმა ნოვოოსკოლის რეგიონში, რამდენიმე სოფელში დააზიანა ფასადები და ელექტროგადაცემის ხაზები.

ბელგოროდის ოლქი უკრაინას ესაზღვრება და პერიოდულად, ამ ტერიტორიაზე ისმის აფეთქები ხმები და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები აქტიურდება.

კომენტარები