კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ხაბეიშვილი: დედა უნდა ვუტიროთ ამ პუტინისტებს და რუსებს

ფაქტობრივად, სუს-ის და სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავთ მოყვანილი და არ იხევენ უკან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. შეშლილი პუტინისტები არიან, ესენი არიან პუტინის თუთიყუშები. ოფიციალურად ერთი ერთში იმეორებენ იმას, რასაც პუტინი საუბრობდა. არაფერი სხვაობა მათ ლექსიკაში, მათ საუბარში არაა. ანრისა და პუტინის ლაპარაკს შორის განსხვავება არაა, კობახიძესა და პუტინს, ლავროვს, სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანს შორის განსხვავება არაა. კი არ გამოვედით, ფიზიკურად გამოგვაგდეს. 12-მა კაცმა, ე.წ. მანდატურებმა, სუს-მა და ვიღაცებმა გამოგვიყვანეს. ანრი ოხანაშვილი, მათ შორის, პარლამენტის რუსეთუმე, პუტინისტი დეპუტატები მზად არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ამათ პასუხი უნდა გავცეთ, ყოველ მიზეზ გარეშე და გავცემთ, დაგველოდონ. [...] ამ პუტინისტებს დედა უნდა ვუტიროთ, დედა უნდა ვუტიროთ პუტინისტებს და რუსებს. როგორ? ხალხთან ერთად. მაგას განახებთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გამოძევების შემდეგ, სადაც აგენტების შესახებ კანონებს განიხილავენ.

კომენტარები