კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

"შენ ხარ უსამშობლო, ვის ინტერესებს ატარებ?" – ოხანაშვილი ვაშაძეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ წუთებში ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ "აგენტების" შესახებ ორივე კანონპროექტს განიხილავს. კომიტეტის მსვლელობის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა კომიტეტის თავჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.

"შენ ხარ უსამშობლო, ვის ინტერესებს ატარებ? უსამშობლო კაცი ხარ. სახელმწიფოს განცდა არ გაქვს შენ". – კომიტეტის თავჯდომარე ანრი ოხანაშვილი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართავს. 

კანონპროექტების განხილვის პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. 

კომენტარები