დიდი ბრიატანეთი

სუნაკი: არალეგალურად შემოსული მიგრანტები ბრიტანეთში ვეღარ დარჩებიან

პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ბრიტანეტში არალეგალურად ჩასული ნებისმიერი პირი ქვეყანაში ვეღარ დარჩება. ახალი კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შევა.

"არ შეცდეთ, თუ აქ არალეგალურად მოხვალთ, ვეღარ დარჩებით." - თქვა სუნაკმა გამომცემლობა Mail on Sunday-სთან საუბრისას.

ამჟამინდელი პრაქტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ბრიტანეთში ჩადიან, ხშირ შემთხვევაში, საქმის განხილვის მიზნით, ქვეყანაში დარჩენა შეუძლიათ.

მედიის ინფორმაციით, გასულ წელს ბრიტანეთის საზღვარი არალეგალურად 45,000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

 

კომენტარები