კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ბოკერია: უნდა გვქონდეს ისეთივე მკაფიო, თანმიმდევრული გზავნილი, როგორიც თავისუფლების მტრებს

განხილული პროექტის უბრალოდ შინაარსი კი არა, ამ დისკუსიის დაწყების, ინიცირების მოტივაცია და სულისკვეთება – ის, რომ ბოლოს პუტინისტი სპიკერებიც მოიყვანეს, მთლიანად ეს ამბავი არის კიდევ ერთი მძიმე დასტური იმის, თუ რა ტიპის პუტინისტური სულისკვეთების კოლაბორაციონისტული რეჟიმი გვყავს.

ახლა მაინც არცერთმა გულწრფელად პროდასავლურმა პოლიტიკურმა თუ სამოქალაქო ჯგუფმა აღარ უნდა გაიმეოროს უახლოესი წარსული შეცდომა, რომ დასაშვებად ჩათვალოს ამ რეჟიმთან რამე სახით თანამშრომლობა, იმის მიუხედავად, ამ კანონზე შემდეგ ნაბიჯს გადადგამენ, თუ არა. სანამ პოლიტიკურად კედელთან არ მივაყენებთ ამ რეჟიმს, უნდა გვქონდეს ისეთივე მკაფიო და თანმიმდევრული გზავნილი, როგორიც აქვთ ჩვენი თავისუფლების მტრებს, რომ ამ რეჟიმის პირობებში შეუძლებელია საქართველოს არსებითად წინსვლა. არანაირი გვერდიდან მოვლის გზები არ არსებობს. ამ რეჟიმის მოშორების გარეშე ჩვენ არსებითად წინ ვერ წავიწევთ, ვერ დავბრუნდებით დასავლურ წიაღში, ვერ ვიქნებით თავისუფალი და დაცული ქვეყანა.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აგენტების შესახებ კანონზე საუბრისას.

კომენტარები