რუსეთი

მოსკოვის ოლქში აფეთქების ხმა ისმოდა, რუსეთის მტკიცებით, აფეთქების ნიშნები ვერ იპოვეს

მომსწრის მიერ გადაღებული ფოტო

2 მარტის ღამეს რუსეთში, მოსკოვის ოლქში, ქალაქ კოლომნას ტერიტორიაზე აფეთქების ხმა ისმოდა. ამ დრომდე უცნობია თუ რა მოხდა.

მოსკოვიდან თითქმის 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში აფეთქების ხმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. მცხოვრებლების თქმით, ხმა მთელ ქალაქში ისმოდა.

როგორც რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ჩანაწერებში მცხოვრებლები ამბობდნენ, მათ აფეთქების ხმამდე სტვენის ხმა გაიგეს.

უკრაინულ მედიაში აღნიშნავენ, რომ 28 თებერვალს კოლომნის რაიონში მდებარე გაზპრომის ბუნებრივი აირის კომპრესორის სადგურიდან 100 მეტრში ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს.

რუსეთის გადაუდებელ ვითარებათა სამსახურში ამბობენ, რომ ძიების შედეგად აფეთქების ნიშნებისა და ადგილის პოვნა ვერ შეძლეს.

ტელეგრამ-არხი Mash-ის წყაროები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა, შესაძლოა, ქალაქზე გადაფრენის დროს, МиГ-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების რეაქტიულ სიჩქარეზე გადასვლის ხმა იყო.

 

კომენტარები