კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

კომიტეტზე პროტესტის მონაწილეები და ოპოზიციის ნაწილი არ შეუშვეს – დაპირისპირება პარლამენტში

ტაბულა

"არა რუსულ კანონს!"- პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების პროტესტს დაძაბულობა მოჰყვა. 

გაერთიანებული კომიტეტის სხომაზე, სადაც ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებული რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს, არ უშვებენ ოპოზიციის წევრებს, NGO-ებსა და მედიის წევრებს. თუმცა კომიტეტზე შეუშვეს "ხალხის ძალის" მხარდამჭერები. 

კომიტეტის დაწყებამდე, ქართული ოცნების დეპუტატები სტვენითა და შეძახილებით შეაცილეს. 

აღსანიშნავია, რომ გათიშულია პარლამენტის ეთერი და სხდომა დახურულია. 

პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარალემნტის შენობასთან. 

 

კომენტარები