რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს დაბომბვას, სულ მცირე, 2 პირი ემსხვერპლა, მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ რჩებიან

რუსმა ოკუპანტებმა ჯაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - დაღუპულია, სულ მცირე, 2 ადამიანი. 

ნანგრევებში მოქალაქეები რჩებიან - ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა 11 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 1 ორსულია. მიმდებარე კორპუსებიდან 20 პირია ევაკუირებული.  

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ღამით, С-300 ტიპის რაკეტით შეუტიეს. დაბომბვის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა 5 სართულიანი კორპუსი. 

კომენტარები