ფეხბურთი

FIFA-მ ლუკა ლოჩოშვილი FAIR PLAY-ს პრიზით დააჯილდოვა

Football Italia

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური კრემონეზეს ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა FIFA-ს დაჯილდოებაზე სამართლიანი თამაშისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო მიიღო.

2022 წლის 27 თებერვალს, როდესაც ლოჩოშვილი ჯერ კიდევ ავსტრიულ ვოლფსბერგერში თამაშობდა, ვენის აუსტრიას ფეხბურთელმა გეორგ ტაიგლმა თავის ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა. ქართველმა მცველმა დაშავებულ ფეხბურთელს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. 

ლოჩოშვილის დროული რეაგირება გადამწყვეტი აღმოჩნდა. ფეხბურთელი საქციელისთვის ავსტრიაშიც დააჯილდოვეს. 

24 წლის მცველი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ფიფასგან მსგავსი ჯილდო მიიღო.

კომენტარები