რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაური გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაური, ედუარდ მოსკალევი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  

მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება 26 თებერვლით არის დათარიღებული.   

მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობაზე 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაინიშნა.  

თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის ბოგდან ხმელნიცლის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვა - "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უანგაროდ დაცვისა და გამოჩენილი პიროვნული სიმამაცის, სამხედრო ფიცის ერთგულების" გამო. 

კომენტარები