რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი აშშ-ს იმ იარაღების სიას გაუგზავნის, რომელიც ომში გასამარჯვებლად სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევისთვის საჭირო იარაღისა და აუცილებელი ნივთების სიას შეადგენს და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის იმ ჯგუფს წარუდგენს, რომელიც უკრაინას მიმდინარე კვირაში ეწვია.

ზელენსკიმ, რომელიც პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაიკლ მაკკოლს და ოთხ სხვა კონგრესმენს შეხვდა, თქვა, რომ სიის გაგზავნას აპირებდა, რომელშიც უკრაინისთვის საჭირო იარაღებისა და აღჭურვილობას, მათ შორის F-16 მოიერიშე თვითმფრინავები იქნებოდა, რომლებიც რუსეთთან ომის დასრულების დასაჩქარებლად არის საჭირო.

"არსებობს ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ისა და ნატოს ჩვენს მოკავშირეებსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ჩვენ პირველ რიგში ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის კიევის საჭიროებები, როდესაც საქმე ეხება ამ ომში გამარჯვებას. და ის დელეგაციას აწვდის იმ იარაღის სიას, რომელიც უკრაინას სჭირდება გასამარჯვებლად

[...] ჩვენ აქ დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ომის მოგებას დიდი დრო არ დასჭირდება,  ამისათვის ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა, რათა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება მოსაგებად ." - თქვა მაკკოლმა ვიზიტის შემდეგ კონგრესში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები