ქართული ოცნება

პაპუაშვილი უკრაინაში არჩასვლაზე: არასწორია საქმის იქამდე დაყვანა, ვინ სად გადაიღებს სელფის

მე საჯაროდაც არაერთხელ განვმარტე, რომ ჩვენ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან, ისე, როგორც დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა. მას სურდა, რომ ჰქონოდა მოწვევა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის ისეთი ტკივილი, რომელსაც უკრაინელი ხალხი განიცდის, ისეთი ომი, რომელშიც უკრაინელი ხალხი არის და ამის დაყვანა ასეთ საკითხამდე, რომ ვინ სად დადგება და სად გადაიღებს სელფის, არ არის სწორი და მართალი საქციელი.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომისთვის წლისთავისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ თავი იზოლაციაში მოაქცია და მწუხარება გამოთქვა, რომ ომის წლისთავზე უკრაინაში საქართველოდან მხოლოდ ოპოზიცია ჩავიდა. 

კომენტარები