რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალაძე: მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ზეწოლის მიუხედავად, ყველაფერს ვიზამთ შესანარჩუნებლად

დღეს 24 თებერვალია. გასულ წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. დაიწყო საომარი  მოქმედებები. უმძიმესია, რაც უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი. ვუსურვებ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე  უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხედავს საზოგადოება მათ რიტორიკას ომთან, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართველ ხალხს მოვუსმინოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად,  რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.

თბილისის მერი კახა კალაძე.

კომენტარები