ქართული ოცნება

ოქრიაშვილი კობახიძეს: აგენტი კახაბერ ბონდი გპასუხობთ, ძალიან მალე – РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА **Й

გუშინ ბატონმა ირაკლი "გავრილოვიჩმა" მითიური აგენტების სიაში ჩამწერა. ერთი მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი "გავრილოვიჩი" თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა.

მეორე მხრივ, ბატონო ირაკლი "გავრილოვიჩ", "აგენტი 007 კახაბერ ბონდი" გპასუხობთ: ძალიან მალე - "РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА**Й".

ასე პასუხობს დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. კობახიძემ ოქრიაშვილს "არაპირდაპირი, ირიბი აგენტი" უწოდა, რომელმაც, მისივე სოტყვებით, გია ხუხაშვილსა და ეკა ბესელიასთან ერთად ქართული ოცნება დააზიანა. კობახიძის თქმით, ისინი ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ჰყავდა "გადაბირებული".

კომენტარები