50 Cent

50 CENT-მა უჩივლა კლინიკას, რომელიც ამტკიცებდა, რომ რეპერმა პენისი დაიგრძელა

Hollywood Reporter

ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, 50 Cent პლასტიკური ქირურგიის კლინიკას სასამართლოში უჩივის. 

ახლო წარსულში კლინიკამ The Shade Room თავის საიტზე სიახლე სათაურით "პენისის დაგრძელების პროცედურებით სულ უფრო მეტი კაცია დაინტერესებული" განათავსა და სოციალურ ქსელში გააზიარა. სიახლეს ფოტოდ კი კლინიკის ხელმძღვანელის, ანჯელა კოგანისა და რეპერ 50 Cent-ის ფოტო ედო. ნიუსი ასევე დაიდო სოციალურ ქსელში.

"სულ უფრო მეტი კაცი იკეთებს ოპერაციას(იქ, ქვევით). ახალ ტრენდებზე საუბრობს სამხრეთ ფლორიდაში არსებული ვარსკვლავური პლასტიკური კლინიკის ხელმძღვანელი". – წერია ბმულის აღწერაში.

"ფოტო ორი წლის წინ არის გადაღებული და არანაირ კავშირში არ არის პლასტიკური ქირურგიის კლინიკასთან. სიახლეზე მსგავსი ფოტოს დართვა და ბმულის მსგავსი აღწერით გაზიარება ბუნებრივია ეჭვს აჩენს, რომ თითქოს ბატონ ჯექსონს(კურტის ჯექსონი 50 Cent-ის ნამდვილი სახელი და გვარია) პენისის დაგრძელების ოპერაცია აქვს გაკეთებული, რაც ტყუილია". – ამბობს რეპერის ადვოკატი.

The Shade Room-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია დაახლოებით 27.7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

გამოცემა The Daily Mail-ის ინფორმაციით მხარეები უკვე შეთანხმდნენ და კლინიკა რეპერს მორალური ზიანისთვის ფულად კონპენსაციას გადაუხდის.   

კომენტარები