50 Cent

50 CENT: არ მადარდებს ტრამპს რომ შავკანიანები არ უყვარს, მხარი დაუჭირეთ მას

ამერიკელმა რეპერმა, 50 Cent-მა, დონალდ ტრამპს მხარი საჯაროდ დაუჭირა და ხალხსაც ამისკენ მოუწოდა.

რეპერმა Instagram-ზე CNBC-ზე გასული სიუჟეტიდან ფოტო გააზიარა, სადაც წერია, რამდენი პროცენტით დაიბეგრებიან მაღალშემოსავლიანი ადამიანები ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის შემთხვევაში. ფოტოზე წერია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრებლებს თავიანთი შემოსავლის 62%-ის სახელმწიფოსთვის გადახდა მოუწევთ.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გეგმამ 50 Cent-ის აღშფოთება გამოიწვია.

"რა ჯანდაბაა! (ხმა მიეცით ტრამპს). არ მადარდებს რომ ტრამპს შავკანიანები არ უყვარს. 62%, თქვენ ჭკუიდან შეცდით?". – დაწერა რეპერმა.

შემდეგ პოსტში მან დაწერა, რომ "არ სურს გახდეს 20 ცენტი".

კომენტარები