კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ივანიშვილის დეპუტატი: ვინც არ უნდა თქვას, რომ კანონში რაღაც წერია, არავინ აღარ დაიჯერებს

ძალიან კარგია, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები როცა ბრძანდებიან საქართველოში. პირველწყაროდან მიიღებენ ინფორმაციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემინისტრისგან ისინი მიიღებენ ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა პოლიტიკური რეალური სურათია საქართველოში. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისინი სწორედ ამ ობიექტურ სურათს ჩაიტანენ აშშ-ში.  

რაც შეეხება გზავნილებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჯინ შაჰინი იქნება თუ ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა თქვას უსამართლობაზე, რომ ეს არის სამართლიანი, ან ვინც არ უნდა თქვას, რომ კანონში არ წერია რაღაც და ეს წერია კანონში, ამას არავინ აღარ დაიჯერებს. დღევანდელი მსოფლიო და დღევანდელი საქართველოს საზოგადოება არის აბსოულუტურად სულ სხვა სივრცეში, როდესაც ვეღარ მოატყუებ. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობას" ეხება. სენატორი შაჰინის აზრით, კანონპროექტი არა აშშ-ს, არამედ რუსული კანონის მსგავსია. 

კომენტარები