ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: ვხსნით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, ის თბილისის ცენტრალური ოფისი გახდება

მნიშვნელოვანია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის, სტრუქტურულად. ამიტომ, დღეს თბილისში, ბროსეს ქუჩის 6 ნომერში ვხსნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, რომელიც, პარალელურად, ენმ-ის თბილისის ცენტრალური ოფისი იქნება. შესაბამისად, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც თბილისში ასიათასობით არიან და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს ხოლმე, მოვუწოდებ - ჩვენთან ოფისში მობრძანდით, რეგისტრაცია გაიარეთ და რუსულ ოცნებაზე გამარჯვების თანამონაწილე გახდით. იმისთვის, რომ პარტია თბილისში ძლიერი იყოს, სამუშაო ჯგუფი შევქმენით. ამ სამუშაო ჯგუფს ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს, რომლის მთავარი დავალება და ამოცანა იქნება, რომ ძალიან სწრაფად მოახდინოს თბილისის ნაციონალური მოძრაობის რეორგანიზაცია და სტრუქტურულად გამართვა.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები