რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენის კიევში ჩასვლამდე აშშ-მ რუსეთი ვიზიტის შესახებ გააფრთხილა

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი კეივის ქუჩაში, 2023 წლის 20 თებერვალი.
Gleb Garanich/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლამდე ვაშინგტონმა რუსეთი ცოტა ხნით ადრე ვიზიტის შესახებ გააფრთხილა.

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით რუსეთი ფრენების კოორდინაციის მიზნით გააფრთხილეს. 

ჯო ბაიდენმა კიევში ჩასვლა მხოლოდ პარასკევს, 17 თებერვალს გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც ოვალურ ოფისში საკუთარ უსაფრთხოების ჯგუფთან ისაუბრა.

დაგეგმვაში მონაწილეობდნენ სამხედრო მეთაურთა ოფისის წარმომადგენლები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და თეთრი სახლის სამხედრო ოფისი, ასევე მცირე რაოდენობით მაღალჩინოსნები აშშ-ს საიდუმლო სამსახურიდან, პენტაგონიდან და დაზვერვიდან.

ჯგუფმა ბაიდენს წარუდგინა, თუ რა საფრთხეებს უკავშირდებოდა ვიზიტი. მოგზაურობის დაგეგმვა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან საუბრის შემდეგ დასრულდა.

"ეს იყო რისკი, რომელზე წასვლაც ბაიდენს სურდა". – თქვა კომუნიკაციების დირექტორმა, ქეით ბედინგფილდმა.

ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი უკრაინას ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. დახმარებაში შევა ჭურვები, HIMARS-ის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და სადაზვერვო რადარები.

20 თებერვალს ჯო ბაიდენი უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ პირველად, დაუგეგმავად ესტუმრა.

კომენტარები