რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ბახმუტზე: დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქალაქი ბახმუტის დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა არა ნებისმიერ ფასად და ბრძოლას იქამდე განაგრძობენ, სანამ გონივრული იქნება.

"მისი დაცვა აუცილებელია, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და არა ისე, რომ ყველა დაიღუპოს. ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ ეს გონივრული იქნება. რუსებს შემდეგ იერიშის გაგრძელება, თუ შეძლებენ, კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით სურთ, დონბასის საზღვრებთან და დნეპრამდე გასვლა. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ, პარალელურად კი კონტრიერიშს ვამზადებთ". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მოკლე დროში გამარჯვებისთვის ემზადება და არ აპირებს 2014-15 წლის მინსკის პროტოკოლის მსგავსი შეთანხმების გამეორებას.

"ჩვენ მოკლე ომისთვისა და ჩვენი გამარჯვებისთვის ვემზადებით. რაც უფრო ჩქარა იქნება ის, მით უფრო ნაკლები მსხვერპლი გვეყოლება. 2014 წელს კონფლიქტი გაიყინა და ამან ჩვენს სასარგებლოდ არ იმოქმედა. მინსკის შეთანხმებამ პუტინს მისცა დრო, მომზადებულიყო გასული წლის მოულოდნელი თავდასხმისთვის, იგივე მახეში აღარ გავებმევით". – თქვა ზელენსკიმ.

"გარწმუნებთ, ბახმუტიდან გასვლას არავინ აპირებს" – ლეიტენანტი ნაზარენკო

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

ბრიტანეთის დაზვერვის 20 თებერვლის შეფასებით, რუსეთის ძალები პოლიტიკური წნეხის ქვეშ არიან და ომის დაწყების წლისთავზე, იმის მიუხედავად თუ რა რეალობა იქნება ბრძოლის ველზე, გამოაცხადებენ, რომ ბახმუტი აიღეს.

პრიგოჟინი: ბახმუტში ყველა სახლი ციხესიმაგრეა, უკრაინელებს 500-მდე თავდაცვის ხაზი აქვთ

კომენტარები