რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"გარწმუნებთ, ბახმუტიდან გასვლას არავინ აპირებს" – ლეიტენანტი ნაზარენკო

უკრაინელი სამხედროები ბახმუტში
Getty Images

ბატალიონი თავისუფლების მეთაურის მოადგილის, უკრაინის ეროვნული გვარდიის ლეიტენანტის, ვლადიმირ ნაზარენკოს თქმით, მათი ძალები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის დატოვებას არ აპირებენ. ამის შესახებ მანდ რადიო თავისუფლების უცხოურ სამსახურთან ისაუბრა.

"მსურს დაგარწმუნოთ, რომ ქალაქიდან გასვლას არავინ აპირებს. ქალაქის ყველა ქუჩა დაცულია. ყველა ქუჩა, ყველა შენობა არის ციხესიმაგრე. ძალიან კარგი გამაგრებებია მთელ ქალაქში. არ მინდა გავამხილო, სად არიან ისინი, როგორაა მოწყობილი, მაგრამ, დამიჯერეთ, მრავალშრიანი თავდაცვაა.

და თუ მტერი სადღაც, ქალაქი შემოგარენში ახლა აქტიურ, ძალიან დინამიკურ, ძალიან დაძაბულ ბრძოლას აწარმოებს, ეს კონკრეტული სექტორი ქალაქის აღმოსავლეთითაა. თავად ქალაქის გული, ცენტრი, დასავლეთ შემოგარენიც, ჩვენს კონტროლს ექვემდებარება. უკრაინული ძალები ამ ქალაქის ბატონები არიან. ჯერჯერობით საუბარი, რომ მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ქუჩის ბრძოლები, როგორიც სევეროდონეცკში ან რუბეჟნოეში მოგვიწია, ასეთი რამ არ ხდება, რადგან თავად ქალაქში არსებობს საკმაოდ საიმედო თავდაცვა". – თქვა ლეიტენანტმა ნაზარენკომ. 

ნაზარენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთის ძალები "ადრე თუ გვიან დასრულდება". მისი თქმით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ძალები თითქმის სრულად გაანადგურეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა დესანტის შემოყვანა სცადეს, თუმცა უკრაინელებმა "მათ კარგად უკბინეს".

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

პრიგოჟინი: ბახმუტში ყველა სახლი ციხესიმაგრეა, უკრაინელებს 500-მდე თავდაცვის ხაზი აქვთ

კომენტარები