მიუნხენის კონფერენცია

ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად

ყველაზე აქვს გავლენა ამ ომს უკრაინაში. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე. ეს არის დამანგრეველი ომი და მე უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად. ალტერნატივა მშვიდობას არ გააჩნია. აქვე გეტყვით, რომ საქართველო სამშვიდობო მოგვარების პოლიტიკას მიყვება, რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ის პლატფორმა რომელიც რუსეთთან ურთიერთობისას გაგვაჩნია. ამიტომ უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. 

კომენტარები