მიუნხენის უსაფრთოების კონფერენცია

თალაკვაძე კოალიციურ მთავრობაზე: ოპოზიცია კოალიციაშია, ქოლგის ქვეშ და ფანჩატურშიც ნამყოფია

პირველ რიგში, მან [სალომე ზურაბიშვილმა] უნდა აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს. ქართულ ოცნებას აქვს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად ჩვენ დამოუკიდებლად დავაკომპლექტოთ მთავრობა. კოალიციაზე საუბარი ახლა, მითუმეტეს პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც ზეპარტიული თანამდებობა აქვს და ოპოზიციის სპიკერი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რეალობის დამახინჯებას ემსახურება. 

თუ ის საუბრობს ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე, ესეც შეცდომაში შეყვანის მცდელობაა იმიტომ, რომ ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებენ. ასე რომ, ყველანაირი კოალიცია ამ ოპოზიციას უკვე მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალები იქ არ არიან.

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კოალიციურ მთავრობაზე საუბართან დაკავშირებით.

"კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს პოლარიზაციის დასასრული იქნება". - აღნიშნა ზურაბიშვილმა EURACTIV-თან ინტერვიუში.

კომენტარები