რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნულანდი: ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტები ლეგიტიმური სამიზნეებია, უკრაინას მხარს ვუჭერთ

ვიქტორია ნულანდი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, ანექსირებულ ყირიმში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზები ლეგიტიმური სამიზნეებია და აშშ უკრაინას მხარს უჭერს. ამ სიტყვებმა რუსი მაღალჩინოსნების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

"ყირიმში არის დრონების ბაზა, სადაც ირანელების გადაცემულ დრონებს უშვებენ, იქ არის სამეთაურო და საკონტროლო ობიექტები, რომლებიც რუსეთის მიერ ტერიტორიის, მათ შორის სახმელეთო გასასვლელის კონტროლს უზრუნველყოფს, იქ არის მასობრივი სამხედრო ინსტალაციები, რომლებიც რუსეთმა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ წერტილად აქცია. ეს ლეგიტიმური სამიზნეებია, უკრაინას მათზე იერიშები მიაქვს და ჩვენ მხარს ვუჭერთ". – თქვა ნულანდმა.

ამას გარდა, ნულანდის აზრით, უკრაინა უსაფრთხოდ ვერ იქნება, თუ ყირიმის, სულ მცირე, დემილიტარიზაცია მაინც არ მოხდება.

კომენტარები