რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის "ჯერჯერობით ერთადერთი" წინაპირობა დაასახელა

ალექსანდრ ლუკაშენკო და ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო წარმომადგენლები ბრესტის ოლქში რუს სამხედროებთან შეხვედრის დროს, 2022 წლის 6 იანვარი.
president.gov.by

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშნკომ დაასახელა "ჯერჯერობით ერთადერთი" წინაპირობა, რა შემთხვევაშიც მინსკი რუსეთ-უკრაინის ომში საკუთარი ძალებით ჩაერთვება.

"მზად ვარ რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან ვიბრძოლო, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუ იქიდან ბელარუსის ტერიტორიაზე თუნდაც ერთი სამხედრო ჩემი ხალხის დასახოცად გადმოვა. თუ ისინი ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას ჩაიდენენ, პასუხი უსასტიკესი იქნება და ომი სულ სხვა სახეს შეიძენს". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც ეხება.

ბელარუსის ტერიტორიას რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიშების მისატანად იყენებს. ომის საწყის ეტაპზე კი ამ ტერიტორიიდან, კიევის მიმართულებით, ოკუპანტების ჯარიც შემოვიდა.

ამას გარდა, ლუკაშენკომ, "ომის შეწყვეტისთვის", აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბელარუსში ჩამოსვლა, მისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა და "ყველა პრობლემის გადაჭრა" შესთავაზა.

კომენტარები