ივანიშვილის დეპუტატები

ყაველაშვილი: ნედ პრაისს დავურეკო, კანონის ინიცირებას ვაპირებ და თანახმა ხარ თუ არა-მეთქი?

მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს. ჩვენ არავის არაფერს არ ვუზღუდავთ, პირიქით, აქ არის დემოკრატიაზე, გამჭვირვალობაზე საუბარი. მე მიკვირს, რომ ასეთი შეფასებები ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. მე დღემდე ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტირებული სამართლებრივი შენიშვნა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.  

ვერ ვიგებ მე ასეთ დამოკიდებულებას - როცა სტრატეგიული პარტნიორი არის ჩემი ქვეყნის, ასეთი დიდაქტიკური და მოწოდება პირდაპირ, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატია და იზღუდება ვიღაც და ფაქტების გარეშე ამაზე საუბარი... უნდა მივეჩვიოთ, რომ ვინც არ უნდა იყოს, მიუხედავად პატივისცემისა, თავიდანვე აღვნიშნე, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულიხსმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს. 

მე ნედ პრაისს დავურეკო, რომ ახლა კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა, ეს ვკითხო ნედ პრაისს? 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის საპასუხოდ. პრაისი გამოეხმაურა მათ ინიციატივას "უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ" - მისი შეფასებით, ინიციატივა არა აშშ-ს, არამედ რუსულ და უნგრულ კანონმდებლობაზეა დაფუძნებული და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. 

კომენტარები