მეტროსადგური ვარკეთილი

სატრანსპორტო: ვარკეთილის მეტრომ მგზავრთა მომსახურება განაახლა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურმა ვარკეთილმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.

მათივე ცნობი, შეფერხება ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებამ გამოიწვია.

"შეფერხება გამოიწვია ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებამ, რის გამოც სადგური დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისმა ტექნიკურმა სამსახურმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას". - წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები