მეტროსადგური ვარკეთილი

სატრანსპორტო: ვარკეთილის მეტრო ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით მგზავრებს ვერ მიიღებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური ვარკეთილი ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას.

"მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან ვარკეთილისკენ. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოფხვრას ხარვეზი, სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო". - წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები