ილონ მასკი

მასკის თქმით, გასულ წელს $2 მილიარდამდე ღირებულების Tesla-ს აქციები ქველმოქმედებისთვის გაიღო

Maja Hitij/Getty Images

კომპანია Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის თქმით, გასულ წელს მან კომპანიის $1.95 მილიარდის აქციები ქველმოქმედებაში ჩადო. შემოწირულების ადრესატი უცნობია. 

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის[SEC] ცნობით, შემოწირულება გასული წლის აგვისტოდან დეკემბრამდეა გაღებული. 

ამასთან, 15 თებერვალს მასკმა თქვა, რომ მისი აზრით, წლის ბოლოსთვის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მისი შემცვლელის საპოვნელად შესაბამისი დრო იქნება. 

"ვფიქრობ, კომპანიის ახალი მმართველის საპოვნელად წლის ბოლოსთვის კარგი დრო იქნება. ამ პერიოდში, ჩემი აზრით, კომპანია სტაბილურ მდგომარეობაში უნდა იყოს. მანამდე კომპანია ფინანსურად უნდა გავმართო". - თქვა მასკმა დუბაიში გამართულ სამიტზე. 


Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა თქვა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს მას შემდეგ, რაც იპოვის ვინმეს "საკმარისად სულელს თანამდებობის დასაკავებლად".

მილიარდერი პლატფორმის მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ დატოვებდა თანამდებობას მას შემდეგ, რაც Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა მასკის პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი.

მანამდე, მასკმა დელავერის სასამართლოს განუცხადა, რომ ის შეამცირებდა თავის როლს Twitter-ის მართვაში და საბოლოოდ იპოვიდა ახალ ლიდერს კომპანიისთვის.

კომენტარები