Twitter მასკის ხელმძღვანელობით

მასკი: Twitter-ის დირექტორობას მაშინ დავტოვებ, როცა შემცვლელად საკმარისად სულელ ვინმეს ვიპოვი

Twitter-ის მფლობლემა ილონ მასკმა თქვა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს მას შემდეგ, რაც იპოვის ვინმეს "საკმარისად სულელს თანამდებობის დასაკავებლად".

მილიარდერი პლატფორმის მომხმარებლებს დაჰპირდა, რომ დატოვებთა თანამდებობას მას შემდეგ, რაც Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა მასკის პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი.

გამოკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე Twitter-მა გამოაცხადა, რომ კრძალავდა იმ ანგარიშებს, რომლებიც შექმნილია მხოლოდ სხვა სოციალური მედიისა და კონტენტის პოპულარიზაციისთვის და შეიცავს ბმულებს ან მომხმარებლის სახელებს კონკურენტი პლატფორმებიდან.

მანამდე, მასკმა დელავერის სასამართლოს განუცხადა, რომ ის შეამცირებდა თავის როლს Twitter-ის მართვაში და საბოლოოდ იპოვნიდა ახალ ლიდერს კომპანიისთვის.

კომენტარები