დაძაბულობა ისრაელსა და პალესტინას შორის

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჯენინში რეიდი ჩაატარეს, რის შედეგადაც 14 წლის ბიჭი დაიღუპა

გარდაცვლილი ბავშვის დედა და ნათესავები

12 თებერვალს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში რეიდი ჩაატარეს, რის შედეგადაც 14 წლის ბიჭი დაიღუპა. მას ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში ესროლეს. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

რეიდის სამიზნე ჯიბრილ ზუბეიდი იყო. ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლების ინოფრმაციით, სამიზნე დაკავებულია.

ერთობლივ განცხადებაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სასაზღვრო პოლიციამ და ისრაელის უსაფრთხოების სააგენტომ თქვეს, რომ დარბევის დროს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს და ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს.

დაკავებული ზუბეიდი  უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ  ტერორისტულ საქმიანობაში და თავდასხმების დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. 

მანამდე, ზუბიდი ისრაელის ციხეში სასჯელს 11 წელი იხდიდა. მისი ერთ-ერთი ძმა, დავუდი ისრაელის ძალებმა გასულ წელს მოკლეს, ხოლო მეორე ძმა პალესტინელთა ორგანიზაციის, ფატაჰის ოფიციალური პირია, რომელიც ასევე ისრაელშია დაპატიმრებული.

მანამდე, 26 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში რეიდი ჩაატარეს, რასაც 9 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პალესტინის მთავრობის პრეზიდენტმა, აბდულ აბასმა რეიდს ხოცვა-ჟლეტვა უწოდა და მისმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე კოორდინაცია შეწყვიტეს.

კომენტარები