რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სნაიდერმა უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო სისტემების შესაძენად $1.2 მილიონი შეაგროვა

ამერიკელმა ისტორიკოსმა და UNITED24-ის ელჩმა, ტიმოთი სნაიდერმა Shahed-ის ირანული დრონების საწინააღმდეგო სისტემების შესაძენად 1 268 000 დოლარი შეაგროვა

"ლეგენდერალურმა ისტორიკოსმა და უკრაინის შესანიშვნავმა მეგობარმა, ტიმოთი სნაიდერმა Shahed Catcher-ისთვის 1 268 000 დოლარის შეგროვება შეძლო". - წერს Telegram-ზე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილო ფედეროვი. 

UNITED24-ის პლატფორმაზე სულ 11 278 შემომწირველი დარეგისტრირდა, მათ შორის იყვნენ ჰილარი კლინტონი და ნოა ჰარარი. 

"ისტორია ჩვენ გარშემო იქმნება, ყველას ჩვენი ლორი გვაქვს - ზოგს დიდი, ზოგს მცირე". - წერს ისტორიკოსი.

ტიმოთი სნაიდერს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ლექციების კურსი იელის უნივერსიტეტში აქვს. ლექციები ონლაინ არის ხელმისაწვდომი

კომენტარები