მაიკ პენსი

FBI-ის თანამშრომლები ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლს ჩხრეკენ – CNN

მაიკ პენსი

CNN-ის ინფორმაციით, FBI-ის თანამშრომლები ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლს ჩხრეკენ ინდიანაში. ჩხრეკის მიზეზი უცნობია. 

როგორც უცნობი წყარო CNN-ს ატყობინებს, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში  FBI პენსის ვაშინგტონის ოფისის გაჩხრეკასაც აპირებს. 

9 თებერვალს მაიკ პენსი პროკურატურამ სასამართლოში გამოიძახა. გამოძიება კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე მიმდინარეობს. 

პენსის წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. 

ჩხრეკას წინ უძღოდა მაიკ პენსის სახლში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენა, რომელთა გადახედვაც იუსტიციის დეპარტამენტმა დაასრულა. ინფორმაციას არ ასაჯაროებენ დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით. 


აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ მაიკ პენსის ადვოკატი წერს. მისივე თქმით, დოკუმენტები უკლებლივ FBI-ის გადაეცა. 

ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ადვოკატმა, გრეგ ჯეიკობმა 18 იანვარს ეროვნულ არქივს წერილი მისწერა. ჯეიკობი დოკუმენტების არსებობის შესახებ იუწყებოდა. 22 იანვარს ეროვნული არქივის სახელზე კიდევ ერთი წერილი გაიგზავნა, რომლის მიხედვითაც, FBI-მ ყოფილი ვიცეპრეზიდენტის სახლიდან დოკუმენტები ამოიღო. 

გრეგ ჯეიკობის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის სახლში დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ, სიფრთხილიდან გამომდინარე, პენსმა ადვოკატებს სახლში შენახული დოკუმენტების გადახედვა სთხოვა.

22 იანვრის წერილში ნათქვამია, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა სტანდარტული პროცედურების გვერდის ავლით, დაუყოვნებლივ მოითხოვა დოკუმენტების გადაცემა. 

კომენტარები