რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული

10 თებერვალს უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა

საჰაერო შეტევის მაუწყებელი სიგნალი უკრაინაში დილის 08:27 საათიდან დაიწყო. რამდენიმე წუთში განგაში მთელ უკრაინაში გამოცხადდა. 

გამაფრთხილებელი სიგნალი საჰაერო თავდასხმის მაუწყებელია და მოქალაქეებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს.

რუსულმა სამხედრო ძალებმა 10 თებერვალს ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მიიტანეს იერიში. მათი მთავარი სამიზნე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. შედეგად, ხარკოვში 150 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

"ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი თავდასხმა იყო. ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებს 35-მდე საკრუიზო რაკეტით დაესხნენ თავს". - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა უკრაინის საინფორმაციო გამოშვებაში. 

საპასუხოდ უკრაინის სამხედრო ძალებმა ხუთი კალიბრის ტიპის რაკეტა და ხუთი ე.წ კამიკაძე დრონი შაჰედი გაანადგურეს, რომელთაც რუსეთი 10 თებერვლის თავდასხმაში იყენებდა

კომენტარები